კოვიდ პანდემიით გამოწვეული 3 წლიანი პაუზის შემდეგ, ტურისტერი 2023 ბათუმში 10-11 ნოემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გაიმართა.
ფესტივალის თემატიკა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა:
ფესტივალის წლის სლოგანი „გაიხედე წინ, მომავალში“ იყო, რაც ტურიზმის სფეროში გლობალური ტენდენციების და მიმდინარე პროცესების გააზრების გზით ხვალინდელი დღისთვის უკეთ მომზადების იდეას ეხმიანებოდა.
ფესტივალს 2 დღის განმავლობაში საინტერესოდ დატვირთული პროგრამა ჰქონდა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 25 ქართველი და უცხოელი სპიკერი, ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა:
ფესტივალის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი და USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) იყო.
ტურისტერი 2023-ზე დამსწრეების რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა.
ღონისძიების ორგანიზატორებია ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი.