ტურისტერის ახალი თარიღი ცნობილია

ტურისტერი 2024, რომელიც დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდება 21-22 თებერვალს, 2025, ბათუმში, სასტუმრო ROOMS-ში.

როგორც მოგეხსენებათ ტურისტერის მთავარი არსი არის საუბარი მომავალზე, დღეს კი  არსებული გამოწვევებით სავსე გარემოში, მომავალზე საუბარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, შესაბამისად ღონისძიების მთავარი თემების მოდიფიკაციის საფუძველზე ჩვენი მიზანი იქნება განვიხილოთ ქართული ტურიზმის მედეგობა.

ამას მოყვება ღონისძების პროგრამის ცვლილებაც, თუმცა საერთაშორსო და ადგილობრივი სპიკერების მთავარი ნაწილი იქნება შენარჩუნებული.

ბილეთის შეძენა

სპიკერი

20

სპიკერი

ვორკშოპი

3

ვორკშოპი

პანელი

4

პანელი

დამსწრე

300

დამსწრე

რას ველოდოთ ტურისტერზე?

ტურიზმის სამიტი „ტურისტერი“ თავს უყრის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის მაღალი რგოლის მენეჯერებს და ბიზნესის მფლობელებს, სადაც ერთობლივად განვიხილავთ ტექნოლოგიურ სიახლეებს და ტურიზმის მდგრადი განვითარების მოწინავე მიდგომებს

სამიტზე თქვენ გექნებათ საშუალება მოუსმინოთ ტურიზმის სფეროს წამყვან სპიკერებს, დაესწროთ პანელურ დისკუსიებს და ვორქშოფებს და მონაწილეობა მიიღოთ ტურიზმის ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის საკითხებზე გამართულ განხილვებში.

ტურისტერი ასევე გთავაზობთ ნეთვორქინგის კარგ შესაძლებლობებს. ყავის შესვენებებზე, ბიზნეს გამოფენაზე და სპეციალურად ორგანიზებული ნეთვორქინგ საღამოზე თქვენ შეძლებთ კონტაქტები დაამყაროთ ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტებთან და მაღალი რგოლის მენეჯერებთან.

ვინ დაესწრება ტურისტერს?

მაღალი რგოლის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები შემდეგი სფეროებიდან:

  • სასტუმროები და აპარტოტელები
  • ტურ-ოპერატორები და ტურ-აგენტები
  • ავიახაზები და აეროპორტები
  • დესტინაციის მენეჯმენტ ორგანიზაციები
  • გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის ობიექტები
  • სოფლად არსებული ტურისტული საწარმოები
  • ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები
  • აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები
  • მედიის წარმომადგენლები

"მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობენ ბიზნესებს წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს, გააზიარონ და მოისმინონ საერთაშორისო კომპანიების გამოცდილება და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, რაც ქართული ბიზნესის გაძლიერებას და მდგრად განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს." - საქართველოს ბანკი ბიზნესი

Bank of Georgia Business

"სამიტი მოგცემთ საშუალებას, გაეცნოთ მსოფლიო ტურიზმში არსებულ ტრენდებს, საერთაშორისო ტურისტების მოთხოვნებს გლობალური და ადგილობრივი ბაზრის ჭრილში, აპარტოტელებისა და აპარტამენტების მონაცემზე დაყრდნობით ქალაქის პოზიციონირებას, ადგილობრივი ბაზრის შესაძლებლობებს და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს." - Enterpreneur Georgia

Enterpreneur Georgia

ბილეთები

2-დღიანი ბილეთი

150

  • ღონისძიების ორივე დღე
  • მთავარი სცენა
  • ვორქშოპები
  • ნეთვორქინგი
  • ყავის შესვენება
  • წვდომა ვიდეო ჩანაწერებზე

ROOMS HOTEL, ბათუმი

სამიტის ჩატარების ადგილი

დაგვიკავშირდით