მოდერატორი: ვიკა შარია – დამფუძნებელი და დირექტორი, ODA DMC
პანელისტები:
დავიდ გესტო – ოპერაციების დირექტორი, Wyndham Hotels & Resorts (სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპა)
ვიკრანტ გროვერი – რეგიონული დირექტორი, KAZIN DMC (კავკასიის რეგიონის დირექტორი)
მაია სიდამონიძე - Welcome to Georgia მმართველი პარტნიორი
მოდერატორი: მამუკა ბერძენიშვილი – აღმასრულებელი დირექტორი, ტურიზმის ინსტიტუტი
პანელისიტები:
გიორგი ბიძინაშვილი – არქეოლოგი, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი
ნიკოლოზ წიქარიძე – მღვიმეების არქეოლოგი
ნიკო თუშაბრამიშვილი – ხელმძღვანელი, არქეოლოგიური კვლევების სამეცნიერო ცენტრი
გაეცანით, თუ როგორ გარდაქმნის ხელოვნური ინტელექტი სასტუმრო ბიზნესს საქართველოსა და ბათუმის რეალური მაგალითების მეშვეობით DataAppeal-ის ექსკლუზიურ პლატფორმაზე — D/AI Coach. ეს ინტერაქტიული სესია დაგეხმარებათ ისწავლოთ, როგორ გაანალიზოთ მომხმარებელთა შეფასებები, გააუმჯობესოთ ონლაინ რეპუტაცია და გაზარდოთ შემოსავლები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით — ასევე, სურვილის შემთხვევაში, იხილოთ D/AI Destinations-ის დემო ბათუმის მაგალითზე.
ვორქშოფი მიზნად ისახავს მონაწილეთა ჩართვას ინტერაქტიულ პროცესში, სადაც ისინი სერვის დიზაინის თანამედროვე მეთოდებით იმუშავებენ მასპინძლობის ინდუსტრიის რეალურ გამოწვევებზე. მონაწილეები გაივლიან ინოვაციური მომსახურების შექმნის მთელ ციკლს — პრობლემის იდენტიფიცირებიდან იდეების გენერირებამდე და პროტოტიპირებამდე. პრაქტიკული სავარჯიშოებისა და გუნდური მუშაობის მეშვეობით, ისინი ისწავლიან როგორ გადაიყვანონ მომხმარებელთა საჭიროებები რეალურ, ღირებულ სერვისად და როგორ იქცეს ინოვაცია კონკურენტულ უპირატესობად ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში.
საქართველოს ეროვნული დღე მიზნად ისახავს საქართველოს „ლურჯ ეკონომიკაში“ ჩართული ადგილობრივი და რეგიონული დაინტერესებული მხარეების ცოდნის გაძლიერებას და თანამშრომლობის მხარდაჭერას. მონაწილეები იმსჯელებენ საზღვაო ტურიზმის, საზღვაო ტრანსპორტის და თევზჭერისა და აკვაკულტურის სექტორების განვითარების შესაძლებლობებზე შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის ფარგლებში. სესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ახლად დანიშნული საქართველოს ეროვნული კოორდინატორების (NCs) ოფიციალური წარდგენა და პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობა.
ეროვნულ დღეზე განიხილება საქართველოს მთავრობის მიერ ლურჯ ეკონომიკასთან დაკავშირებით შემუშავებული ახალი სტრატეგიული მიმართულებები, ტურიზმის ტექნიკური ჯგუფის მუშაობის შედეგები და წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ პროდუქტად განვითარების პოტენციალი. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შავი ზღვის რეგიონის დაინტერესებული მხარეებისთვის ხელმისაწვდომ დაფინანსების შესაძლებლობებზე, ასევე გაეცნობიან ევროპის კომისიის ახალ ზღვის აუზისა და მაკრორეგიონულ სტრატეგიას, მათ შორის EU Ocean Pact-ს.
დასკვნისათვის, საქართველოს ლურჯი ეკონომიკის ეროვნული დღე მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალი საპროექტო იდეების შემუშავებას და ინვესტიციების ხელშეწყობას რეგიონული ლურჯი ეკონომიკის განსავითარებლად.
მოდერატორი: თინათინ გოგუაძე – eConsul, თანადამფუძნებელი
პანელისტები:
ანი ბახტურიძე – სასტუმრო ეპიზოდი, საოპერაციო მენეჯერი
ირაკლი კიკორია – SkillCraft Academy, თანადამფუძნებელი
ხელოვნური ინტელექტი – ვირტუალური პანელისტი
გიორგი ახალია - ვანდერო, თანადამფუძნებელი და კომერციული დირექოტრი
მოდერატორი: თეონა ნემსიწვერაძე – სტანდარტების კომიტეტის ხელმძღვანელი, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია
პანელისტები:
ნატალია კვაჭანტირაძე – ხელმძღვანელი, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია
პეტრე წულუკიძე - საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების გუნდის ლიდერი, პროფესიული უნარების სააგენტო
მაკო ჩიკოიძე - ბიზნესის განვითარების დირექტორი, LANDMARKER GROUP
ბერდია ჩანქსელიანი - რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე
ვორკშოპზე კომპანია Exely მოგაწვდით ინფორმაციას იმაზე თუ როგორ მიაღწიოთ მაქსიმალურ შემოსავალს თითოეული დისტრიბუციის არხის მეშვეობით. Exely -ის გუნდთან ერთად ერთობლივად გაანალიზებთ რეალურ მონაცემებს, გამოავლენთ თითოეული მათგანის პოტენციალს და ისწავლით არხების სტრატეგიულ მართვას.
ვორკშოპი მოახდენს კოლხეთის ეროვნულ პარკში არსებული ტურისტული შესაძლებლობების მიმოხილვას, კონრეტულად განხილული იქნება ის თუ რას გვათავაზობს კოლხეთი ახლა და რისი გაკეთება არის შესაძლებელი. დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხილული იქნება სხვადასხვა მარშრუტი და გზები იმისა თუ როგორ მოვიზიდოთ მეტი ტურისტი კოლხეთში. ასევე მოგეწოდებათ ინფორმაცია პროექტის მხრიდან განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
ვორკშოპი დაეთმობა რეგიონული ტურიზმის თანამშრომლობასა და პროდუქტის განვითარებას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს, სომხეთს და მოლდოვას. მონაწილეები გაიაზრებენ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, განიხილავენ RECONOMY-ის ინიციატივებს და გამოავლენენ ერთობლივი, ტრანსასაზღვრო ტურისტული პროდუქტებისა და პარტნიორობების შესაძლებლობებს.