ტურიზმის ტექნოლოგიები, ახალი ხედვები და კავშირები - ტურისტერი 2025 სასტუმრო Hilton Batumi-ში, 20 და 21 ნოემბერს გაიმართა.
საქართველოს ტურიზმის სამიტი კიდევ ერთხელ იქცა სივრცედ, სადაც ქართული ტურიზმის ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე ერთმანეთს ხვდება -კერძო სექტორი, განათლება, ტექნოლოგიები, მედია და საჯარო უწყებები. წლევანდელმა შეხვედრამ ნათლად აჩვენა, რომ „ტურისტერი“ არ არის უბრალოდ ღონისძიება - ის არის პლატფორმა, სადაც ყალიბდება ხედვები, ყალიბდება თანამშრომლობები და იწყება საუბარი იმაზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს ტურიზმის მომავალი.
ორ დღეზე გაწერილი პროგრამა იყო ინტენსიური და პრაქტიკაზე ორიენტირებული: 33 სპიკერი საქართველოდან და უცხოეთიდან, 7 პრაქტიკული ვორქშოფი, 400-მდე დამსწრე და 200-მდე ბიზნეს შეხვედრა ახალ AI Matchmaking & Networking პლატფორმაზე.
სამიტის მონაწილეებს შორის იყვნენ:
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წელს „ტურისტერი“ გახდეს ადგილი, სადაც არა მხოლოდ ვსაუბრობთ გამოწვევებზე, არამედ ვხედავთ რეალურ გზებს, როგორ უნდა გავზარდოთ ქართული ტურიზმის კონკურენტუნარიანობა.
ტურისტური 2025-ის გენერალური სპონსორები იყვნენ: "BETA Holding", Sweden Sverige, Helvetas, Swiss Agency For Development and Cooperation SDC.
სპონსორები: Exely, Econsul, Colosseum Marina Hotel, Imedia L, Ibis Styles Hotel, GlobalCell, Kerki, Miele, Liebherr, GTA, Uniform Factory, Enricher.
მედია მხარდამჭერები: Entrepreneur Georgia, BMG Media.
ღონისძიების ორგანიზატორებია ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი.