Booking.com საქართველოს ტურიზმის სამიტზე: ტრენდები და პერსპექტივები

რა ტრენდები და სამომავლო პერსპექტივებია საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის სფეროში? მსოფლიოში N1 დაჯავშნის პლატფორმის, Booking.com-ს წარმომადგენელი სწორედ ამ საკითხზე ისაუბრებს ტურისტერი 2024-ზე.

მარინა ბეგლეცოვა, Booking.com-ის აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის მენეჯერია რუმინეთის ოფისიდან, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და რუმინეთის ბაზრებზე.

მარინა თავის გამოსვლაში გაგვიზიარებს საქართველოს და მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობის ტენდენციებს, ასევე, თუ როგორ იყენებს Booking.com ხელოვნურ ინტელექტის სტუმრის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ტურიზმში მდგრადი პრაქტიკის დასანერგად.

განთავსების ობიექტებისთვის კი დამატებით საინტერესო იქნება Exely და Lighthouse-ის სპიკერების პრეზენტაცია, რომლებიც ისაუბრებენ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ გაყიდვები და მარკეტინგული აქტივობები.

Exely თავის მხრივ სტუმარმასპინძლობის სფეროზე ორიენტირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებაა, რომელიც სასტუმროს მენეჯერებს შესაძლებლობას აძლევს გაზარდონ შემოსავლები პირდაპირი გაყიდვების წახალისების და ბრენდის იმიჯის გაძლიერების გზით. Exely-ს მომსახურება მოიცავს ხილვადობის ზრდას, სასტუმრო დატვირთულობის, რეპუტაციის და შემოსავლის გაანალიზებას და მართვას, რასაც გაყიდვების ზრდამდე მივყავართ.

Lighthouse რეალურ დროში ახდენს სასტუმრო და მოკლე-ვადიანი გაქირავების, ასევე ფრენების დატვირთულობის მონაცემების ანალიზს და მოთხოვნის პროგნოზირებას. ეს განთავსების ობიექტებს შესაძლებლობას აძლევს ახლებურად გაანალიზონ ბაზარზე არსებული სიტუაცია და შეიმუშაონ ფასწარმოქმნის უფრო ეფექტური სტრატეგიები, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება გაყიდვებზე და შემოსავლის ზრდაზე.

დაესწარი "ტურისტერი 2024-ს" და გაეცანი ექსკლუზიურ ინფორმაციას მოგზაურობის ტენდენციების, მარკეტინგისა და გაყიდვების სტიმულირების შესახებ.

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.