იმისათვის, რომ გაზარდოთ თქვენი ტურისტული ბიზნესის შესაძლებლობები, გააუმჯობესოთ მარკეტინგი და გაყიდვები, ჩვენი მთავარი სპიკერები ტურისტერი 2024-ის სცენიდან გაგიზიარებენ შემდეგ თემებს.
Amadeus
ამადეუსის უფროსი მენეჯერი, ივან პოლტორაცკი, გაგვიზიარებს მონაცემებზე დაყრდნობილ ანალიზს, სადაც ჩანს, რომელი ბაზრები იჩენენ ინტერესს საქართველოს მიმართ, როგორ შეიცვალა სიტუაცია პანდემიამდე წლებთან შედარებით, სეზონურობის რა თავისებურებები ახასიათებს ადგილობრივ ბაზარს და როგორ აღქივამენ საქართველოს უცხოური ბაზრები მსგავს და კონკურენტ ტურისტული დანიშნულების ადგილებთან მიმართებაში.
ასევე, გამოსვლის დროს ივანი ისაუბრებს მომავალი წლის ტენდენდიებზე, და ფრენების რაოდენობის პროგნოზზე, მიმოიხილავს ტურისტული სააგენტოების სფეროში არსებულ მდგომარეობას და სხვადასხვა ტურისტული პროდუქტების პოტენტიალს. რაც ასევე ძალიან საინტერესოა, საუბარი შეეხება მოგზაურთა ქცევას, კონკრეტულად კი რას ეძებენ ისინი ინტერნეტში, როცა საქართველოში მოგზაურობაზე ფიქრს იწყებენ და სხვა რომელ ტურისტული დანიშნულების ადგილებს იკვლევენ პარალელურად.
Spotify
Spotify-ის წარმომადგენელი, მაიკ ბარჩი თავის გამოსვლაში ისაუბრებს მუსიკის და პოდკასტების როლზე ტურისტული ბრენდებისთვის. მაიკი ტურისტული დანიშნულების ადგილების, ტურ-ოპერატორების და ცნობილი სასტუმრო ქსელების კონკრეტულ გამოცდილებებს და მაგალითებს, ასევე პლატფორმის ინსაითებს გაგვიზიარებს, მაგალითად, როგორც მონაცემები ცხადყოფს, სპოტიფაის მომხარებელთა 66% მოგზაურობისთვის თავიანთ პერსონალიზირებულ ფლეილისტებს ადგენენ.
AirDNA
AirDNA ის წარმომადგენელი, ჯეიმს კინერსლი, თავის გამოსვლაში აპარტოტელების და აპარტამენტების მონაცემებზე დაყრდნობით ისაუბრებს ქალაქის პოზიციონირებაზე და ადგილობრივი ბაზრისთვის გაყიდვების პოტენციალზე. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ბათუმი და თბილისის სურათზე და მათ მიმართებაზე კონკურენტ ქალაქებთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის სამიტი წელს 6 და 7 დეკემბერს სასტუმრო ჰილტონ ბათუმში ჩატარდება. ტურისტერზე მონაწილეობას მიიღებენ ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, როგორებიც არიან AirDNA, Amadeus, Spotify, Booking.com და ა.შ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: https://tkt.ge/Tourister2024
5-ზე მეტი ბილეთის შეძენისას მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება, დეტალებისთვის მოგვწერეთ.