რაზე ისაუბრებენ ტურისტერი 2025-ის სპიკერები ტურიზმის სამიტზე?

საქართველოს ტურიზმის სამიტი "ტურისტერი" თავს უყრის გლობალურ და რეგიონულ ლიდერებს, ვინც ტურიზმის სფეროს ხვალინდელი დღის ფორმირებაში არიან ჩართულები.

დაესწარი ტურისტერი 2025-ს, საქართველოს ტურიზმის სამიტს და მოუსმინე 30-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს, პანელურ დისკუსიებს და ვორკშოპებს. დაამყარე მრავალმხრივი ბიზნეს კავშირები და ისიამოვნე ზღვისპირა ბათუმის მშვენებით.

წლევანდელ ღონისძიებაზე წარსდგებიან:

 

დე ლუკა ჯანკარლო - The Data Appeal Company-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერი

Data Appeal მსოფლიო მასშტაბის ტურიზმის ანალიტიკის პლატფორმაა, რომელიც მონაცემთა შეგროვების და ანალიზის საშუალებით სტუმარმასპინძლობის ბიზნესებს გაყიდვების ზრდაში, მდგრადი განვითარების სტრატეგიების დაგეგმვაში და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. 

დე ლუკა ჯანკარლო თავის გამოსვლაში ისაუბრებს იმ შესაძლებლობებზე, რასაც მონაცემთა ანალიზი და AI ქართული ტურიზმის ბიზნეს სექტორის მომავალი განვითარებისათვის ქმნის.

 

 

ანა ჩხაიძე - სასტუმრო Hampton by Hilton Batumi Center-ის გენერალური მენეჯერი

10 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, ანა სტუმარმასპინძლობის სფეროში გამორჩეული ლიდერი ქალია. იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ბრენდის ქართულ ბაზარზე წარმატებით დამკვიდრებაში და შთააგონებს მომავალ თაობებს.

თავის გამოსვლაში ანა გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას საერთაშორისო ბრენდში კარიერული გზისა და და პროფესიული ზრდის შესახებ.

 

 

იან კლავორა - მდგრადი ტურიზმის ექსპერტი, Good Place-ის თანადამფუძნებელი

იანს 15 წლიანი გამოცდილება აქვს ტურისტული პროდუქტების განვითარებაში. იგი მონაწილეობდა საველოსიპედო და ჰაიკინგ მარშრუტების შემუშავებაში, მათ შორისაა, Trans Dinarica და Slovenia Green Routes, რომლებიც: Lonely Planet, National Geographic და The Guardian-ის მიერაა აღიარებული.

თავის გამოსვლაში იანი ისაუბრებს ტურისტული პროდუქტების შექმნა-განვითარების და გაციფრულების საკითხებზე.

 

 

ღონისძიების პროგრამა და სპიკერების სრული სია ხელმისავწდომი იქნება მალე.

 

„ტურისტერი“ მხოლოდ სამიტი არ არის - ეს არის პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, გამოცდილებებს, ტექნოლოგიებს და ინოვაციებს.

შემოგვიერთდი და იპოვე შენი #კავშირი ტურისტერზე. ბილეთის შეძენა: www.tkt.ge/Tourister2025