19 სექტემბერს ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის კონფერენცია 2025 გაიმართა

2025 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს ტურიზმის სამიტის „ტურისტერისა“ და საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით, გაიმართა ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის კონფერენცია.

კონფერენციაზე საუბარი შეეხო საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალს, კონკურენტულ უპირატესობებსა და განვითარების პერსპექტივებს, კერძოდ კი განხილული იქნა უახლესი ტენდენციები, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და საკანონმდებლო სიახლეები.

კონფერენციას ესწრებოდნენ სასტუმროებისა და აპარტ-ოტელების წარმომადგენლები, ტუროპერატორები, კვების ობიექტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

მსგავსი ტიპის შეხვედრები ქმნის პლატფორმას, სადაც სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ ხედვებსა და გამოცდილებას, აძლიერებს ურთიერთთანამშრომლობას და ქმნის ერთიან ძალას საქართველოს ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის.