ახალი სპიკერები ეტაპობრივად დაემატება
მედეა ჯანჯღავას 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს ინოვაციების, ვენჩურული კაპიტალის, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და განათლების მიმართულებით.
ამჟამად ის ხელმძღვანელობს Global Tech Weekend-ს - გლობალურ მოძრაობას, რომელიც აერთიანებს სტარტაპებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს და ბიზნესის წარმომადგენლებს და ხელს უწყობს რეგიონული ეკოსისტემების საერთაშორისო დაკავშირებას.
მედეა ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამას და არის UC Berkeley SCET-თან თანამშრომლობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამის თანაავტორი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა ვენჩურულ საინვესტიციო ფონდ Future Laboratory-ს, სტარტაპ აქსელერაციის პროგრამებსა და ინოვაციური მეწარმეობის მხარდამჭერ ინიციატივებს.
როგორც ლექტორი, მენტორი და ინოვაციების ექსპერტი, აქტიურად მუშაობს სტარტაპების განვითარებაზე, ინვესტიციებზე წვდომის ხელშეწყობასა და საერთაშორისო პარტნიორობების ჩამოყალიბებაზე.
მედეა პარნტიორობს არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, აზიის განვითარების ბანკის (ADB), შვედეთის ინსტიტუტის Impact Pioneers-ისა და CAREC-ის პროგრამების ფარგლებში.
ტურისტერზე წარსდგება თემით: მომხმარებლის ქცევის მომავალი
უკრაინის ეროვნული ტურიზმის ორგანიზაციის (NTO.UA) პრეზიდენტი და დამფუძნებელი. ივანი წარდგება თემით „დესტინაციები თავისით არ იმართება: DMO-ები ომის პირობებში მყოფ უკრაინაში“.
თავის გამოსვლაში ივანი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ მუშაობს დესტინაციის მართვის ორგანიზაციები (DMO) ეროვნულ, რეგიონულ და ლოკალურ დონეებზე და რა გამოცდილება მიიღო უკრაინამ ომის პირობებში ხელისუფლების, ბიზნესისა და თემების კოორდინაციის კუთხით. ის განიხილავს, თუ როგორ გარდაქმნის ხარისხის სტანდარტები და ტურიზმის სტატისტიკა ცალკეულ ოპერატორებს მართვად დესტინაციად, ხოლო სამედიცინო ტურიზმის მაგალითად Dr. Concierge-ის ქეისს გააზიარებს.
აეროპორტების, ავიახაზებისა და იურიდიული მიმართულების ექსპერტი, 20 წელზე მეტი ხელმძღვანელობითი გამოცდილებით.
გიორგი წარდგება თემით - „ფრენის მიღმა: როგორ აყალიბებს ავიაცია მოგზაურობის გამოცდილებას და ტურიზმს“.
თავის გამოსვლაში გიორგი ისაუბრებს იმაზე, თუ რა განსაზღვრავს მგზავრის არჩევანს ბილეთის ფასის მიღმა, როგორ მოქმედებს შეფერხებები (პანდემია თუ საჰაერო სივრცის ჩაკეტვა) მოგზაურობაზე და როგორ შეუძლიათ ავიახაზებს, აეროპორტებსა და ტურისტულ ბიზნესებს ერთობლივი მუშაობით გახადონ დესტინაციები უფრო ხელმისაწვდომი.
თინათინი eConsul-ის თანადამფუძნებელი & CEO, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) AI და ციფრული ტრანსფორმაციის კომიტეტის ხელმძღვანელი და ტურისტერის სტრატეგიული მრჩეველია.
მისი მრავალწლიანი გამოცდილება აერთიანებს ტრადიციული სამუშაო პროცესების ტრანსფორმაციას, ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკულ ინტეგრაციასა და ტექნოლოგიური სიახლეების რეალურ შედეგებად ქცევას.
სამიტზე თინათინი წარსდგება თემით: „AI ჩემს გუნდში: ვინ ვის ასწავლის? გაკვეთილები ტურიზმიდან, ადამიანებთან ურთიერთობიდან და ყოველდღიური საქმიანობიდან“.
უკრაინის შემყვანი ტუროპერატორების ასოციაციის (AITO Ukraine) პრეზიდენტი და Ornament Ukraine-ის თანამფლობელი & CEO. ოლენას ტურიზმის სექტორში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სამიტზე ის წარდგება თემით:
„მედეგობა კრიზისის პირობებში: როგორ მუშაობს უკრაინის ტურიზმის ინდუსტრია ომის დროს“
ოლენა გაგვიზიარებს რეალურ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ უძლებს ტურისტული სექტორი უდიდეს გამოწვევებს, ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და აგრძელებს ფუნქციონირებას კრიზისისა და ომის პირობებში.
დენიზ ბაირამი Mastercard Economics Institute-ის უფროსი ეკონომისტი და დირექტორი (EEMA რეგიონი). დენიზი წარდგება თემით: „მოგზაურობის დანახარჯების ანალიზი: გლობალური ტრენდებიდან საქართველოს რეალობამდე“
თავის გამოსვლაში დენიზი მიმოიხილავს გლობალურ ეკონომიკურ და ტურისტულ პერსპექტივებს. Mastercard-ის ანალიტიკაზე დაყრდნობით, ის გააანალიზებს მოგზაურთა დანახარჯების ქცევას და სიღრმისეულად განიხილავს საქართველოს ტურიზმის ბაზარს, თუ როგორ იცვლება ვიზიტორთა დანახარჯები საკვანძო ბაზრების, მიმართულებებისა და ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით.
სასტუმროების მართვის კომპანია HSMG-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, Iberia Tours Plus-ის დამფუძნებელი, ჰოტელიერი და ბიზნეს კონსულტანტი. მაიკო წარდგება თემით - „სასტუმროების მართვის ახალი რეალობა: ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა, ტურისტის ქცევა და ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლი“.
ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში 18 წელზე მეტი გამოცდილებით (მათ შორის 18 ოთხ- და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნისა და განვითარების პროექტებით), თავის გამოსვლაში მაიკო მიმოიხილავს სექტორის წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, მოგზაურთა შეიცვლილ ქცევასა და AI ტექნოლოგიების როლს სასტუმროების ეფექტურ მართვაში.
დავითი არის სერიული მეწარმე, ანგელოზი ინვესტორი და ბიზნეს მენტორი. ტექნოლოგიურ და ბიზნეს სექტორში 18 წლიანი გამოცდილებით. ის ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემის შენებასა და განვითარებას.
მისი საქმიანობა და გამოცდილება მოიცავს:
* Axel-ის (ანგელოზი ინვესტორების ქსელი) აღმასრულებელი ბორდის წევრობას * GEC-ის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელობას * 15-ზე მეტი კომპანიისგან შემდგარი მრავალპროფილური ჰოლდინგის მართვას * მენტორობას გლობალურ პროექტებში: Founder Institute, 2080 Ventures, Hubble, EBRD Star Ventures, UN Women
სამიტზე დავითი წარსდგება თემით: „აგენტური AI და პერსონალიზებული ტურიზმი“
შოთა Exely-ს EMEA რეგიონის ხელმძღვანელია. ის ეხმარება სასტუმროებს პირდაპირი ჯავშნების გაზრდასა და ონლაინ გაყიდვების არხების ეფექტურად მართვაში თანამედროვე სასტუმრო ტექნოლოგიების (Hospitality Tech) მეშვეობით.
შოთას მრავალწლიანი გამოცდილება აერთიანებს სასტუმროების ციფრულ ტრანსფორმაციას, მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგსა და სტუმარმასპინძლობის სექტორში ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას.
სამიტზე შოთა წარსდგება თემით: „თქვენი სასტუმროს პირდაპირი გაყიდვების მამოძრავებელი ძალა“
ვლატკო სულევი Balkan Prime Tours-ის დამფუძნებელი, NAITM-ის პრეზიდენტი და SPITI WORLD NETWORK - ის ვიცე-პრეზიდენტი 20-წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.
სესიის თემა: „ჩვეულებრივს მიღმა: როგორ გავყიდოთ დესტინაციები და გამოცდილებები აზიურ ბაზრებზე“
რა ელოდებათ მონაწილეებს?
აზიელ პარტნიორებთან თანამშრომლობის მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვლატკო გააზიარებს პრაქტიკულ რჩევებს: როგორ გავუგოთ აზიის ბაზრებს, ავაგოთ გრძელვადიანი B2B ურთიერთობები და ვაქციოთ ავთენტური გამოცდილება წარმატებულ ტურისტულ პროდუქტად.
Helvetas-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) პროგრამის ოფიცერი. 10-წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით, ლილიტი ტურიზმის ინდუსტრიასა და ციფრულ ტექნოლოგიებს აერთიანებს, რათა რეგიონში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნას.
სამიტზე ლილიტი წარდგება თემით: როგორ აკავშირებს ტექნოლოგია ადამიანებსა და ადგილებს
RECONOMY-ს რეგიონულ მაგალითებზე დაყრდნობით, სესიაზე განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიასა და AI-ს ტურიზმის გადაყვანა უბრალო ციფრული ხილვადობიდან რეალურ საბაზრო წვდომაზე, ძლიერ ადგილობრივ ეკონომიკასა და მდგრად განვითარებაზე.
გაყიდვების სტრატეგი, მენტორი და Dajiaboutsales-ის დამფუძნებელი. დაჯის გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ეხმარება კომპანიებს გაყიდვების სტრატეგიისა და სისტემების შექმნაში, პროცესების გამართვასა და შემოსავლების ზრდაში.
სამიტზე დაჯი წარდგება თემით: მომხმარებლის ქცევა - გაყიდვების მთავარი მამოძრავებელ ძალა
სესიაზე განვიხილავთ, თუ როგორ შეიცვალა თანამედროვე მომხმარებლის ქცევა და რა პრაქტიკული სტრატეგიებია საჭირო იმისთვის, რომ ეს ცვლილება ბიზნესმა გაყიდვების ზრდის მთავარ შესაძლებლობად აქციოს.
თათია ჩიკვაიძე, Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თათიას საერთაშორისო სტუმართმასპინძლობისა და ტურიზმის სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის Washington D.C.-ის Capital Hilton-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. სამიტზე თათია წარდგება თემით:
„ოთახს მიღმა: როგორ იქცევა სასტუმრო დანიშნულების ადგილად“ (Beyond the Room: How Hotels Become Destinations)
სესიაზე გაიგებთ, როგორ გასცდეს ბიზნესი მხოლოდ ნომრების გაყიდვას, შექმნას უნიკალური კონცეფცია და აქციოს სასტუმრო დამოუკიდებელ მიზიდულობის ცენტრად.
ლევან კილაძე - ლემონდუს დამფუძნებელი და Roamingo-ს მმართველი პარტნიორი.
ლევანი წარდგება თემით - „Every Journey. Connected.“, სადაც საუბარია მოგზაურობის ოთხ ფაზასა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც სექტორს აერთიანებს.
ლემონდუ აერთიანებს ისეთ ციფრულ პროდუქტებს, რომლებსაც ყოველდღიური გავლენა აქვს ჩვენს გამოცდილებაზე (მათ შორისაა: Roamingo, SS.ge, Skipass, Tre.ge, QuickShipper, Domenebi).
TRE.GE-ს დირექტორი და მმართველი პარტნიორი, Lemondo-ს პარტნიორი და eCommerce 360-ის თანადამფუძნებელი.
სოსო წარდგება თემით: „რა განაპირობებს ტურისტის ნდობას ციფრული პროდუქტის მიმართ - TRE-ს მაგალითზე“.
თავის გამოსვლაში სოსო ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გავხდეთ მარტივად პოვნადი, როგორ გადავთარგმნოთ ადგილობრივი კულტურა გასაგებ UX-ში და რატომ არის „ნდობა პროდუქტის მთავარი მახასიათებელი“
ილია გიჯაშვილი - Lemondo-ს პარტნიორი, ss.ge-ის ბიზნესისა და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი და QuickShipper-ის თანადამფუძნებელი.
ილია წარდგება თემით „სტუმრის მოსვლამდე“: სივრცე, გუნდი და პლატფორმის გამოცდილება.
თავის გამოსვლაში ილია ისაუბრებს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სტუმრის მოსვლამდე მიიღება: სად და რა ფორმით ვითარდება ტურისტული ბიზნესი, ვინ ქმნის მომსახურებას და როგორ ირჩევს მომხმარებელი შეთავაზებას (სივრცე, შრომის ბაზრის ტენდენციები jobs.ss.ge-ს მონაცემებით და ss.ge-ს ციფრული გამოცდილება).
სამივე მიმართულებას ერთი იდეა აერთიანებს: სივრცე ქმნის ბიზნესის შესაძლებლობას, გუნდი - მომსახურებას, ციფრული გამოცდილება კი - შეთავაზების პოვნისა და არჩევის გზას.
ალექს გროსი Semrush-ის მომხმარებელთა წარმატების მართვის გუნდის ლიდერია EMEA და APAC რეგიონებში, TripAdvisor-სა და AirDNA-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. სამიტზე ის ისაუბრებს თემაზე: „როგორ ცვლის AI ლოკაციებისა და ბრენდების აღმოჩენის წესებს“.
ალექსი გაგვიზიარებს, თუ როგორ აყალიბებს AI სამოგზაურო რეკომენდაციებს და რა უნდა გააკეთონ მარკეტერებმა, რომ მათი ბრენდი AI-ის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ რეკომენდაციებში მოხვდეს.
მარინა Booking.com-ის Local Partner Services-ის მიმართულებას ხელმძღვანელობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 4 ლოკაციაზე. მისი გუნდები უზრუნველყოფენ განთავსების ობიექტების მხარდაჭერას 10 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
სასტუმრო ოპერაციებსა და Travel Tech ინდუსტრიაში 15-წლიანი გამოცდილებით, მარინას ფოკუსი პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებაა. ის ეხმარება განთავსების ობიექტებს პლატფორმის ხელსაწყოების მაქსიმალურად ათვისებაში, შედეგების გაუმჯობესებასა და სტუმრებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნაში.
სამიტზე მარინა წარდგება თემით - „წინ-სვლა: მოგზაურობის მომავალი“
გამოსვლა შეეხება მოგზაურთა შეცვლილ ქცევას, პერსონალიზებულ გამოცდილებასა და ხელოვნური ინტელექტის (AI) როლს ტურიზმის განვითარებაში.
STR სასტუმრო და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მონაცემთა ანალიზის, ბაზრის ტენდენციებისა და შეფასების მსოფლიო ლიდერია. სამიტზე ზოი გაგვიზიარებს გლობალურ გამოცდილებას, სექტორის უახლეს მაჩვენებლებსა და იმ ანალიტიკურ ხედვას, რაც ბიზნესის სწორი განვითარებისთვისაა აუცილებელი.
Trip.com მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული პლატფორმა Tourister 2026-ზე!
სამიტის სპიკერია ფიონა პენი, Trip.com-ის CISA რეგიონული დირექტორი.ფიონა გლობალურ ტენდენციებს, Trip.com-ის გამოცდილებასა და ინდუსტრიის სამომავლო ხედვას გაგვიზიარებს.
