საქართველოს ტურიზმის სამიტის, “ტურისტერის" პარტნიორობით, საქართველოს ბანკი ბიზნესი მასპინძლობს Amadeus-ის მასტერკლასს თემაზე "ციფრული შესაძლებლობები სასტუმროს ბიზნესებისთვის".
Amadeus-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომლის საქმიანობა გულისხმობს ავიაკომპანიებისთვის, აეროპორტებისა და სასტუმროებისთვის ტურისტული ტექნოლოგიების / გადახდის გადაწყვეტილებების უზრუნველყოფას.
Amadeus-ის სპიკერი Joy Ghosh-ი შემდეგ საკითხებზე ისაუბრებს:
- ფასწარმოქმნის როლი მოთხოვნის ფორმირებაში
- ციფრული ტექნოლოგიების როლი უშუალოდ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდინგის დროს
- როგორ გავერკვეთ მიმდინარე და მომავალ ტენდენციებში
მასტერკლასი 6 სექტემბერს, ბათუმში, Rooms Hotels-ში ჩატარდება.
დაესწარი მასტერკლასს და მიიღე ფასეული ინფორმაცია წარმატებული საქმიანობისთვის. სარეგისტრაციო ბმული.